loader

"ეს არის ძალიან ცუდი განცხადება საქართველოსთვის" - რას ამბობს რომან გოცირიძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არის ძალიან ცუდი განცხადება საქართველოსთვის" - რას ამბობს რომან გოცირიძე?

"პალიტრანიუსის" ეთერში რომან გოცირიძემ შეაფასა დავოსში მიმდინარე ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ გაკეთებული შემდეგი განცხადება: „მივიღეთ მოთხოვნა სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის დაშვებასთან დაკავშირებით. ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, მაგრამ ერთ დღესაც პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდება“. გოცირიძის შეფასებით, ალიევმა საქართველოს „თავში კიდევ ერთხელ ჩაარტყა“.

„ეს ძალიან ცუდი განცხადებაა საქართველოსთვის და უპირველესად, დამნაშავე ხელისუფლებისათვის. როდესაც ხარ საერთაშორისო იზოლაციაში, როდესაც ტრამპმა დიქტატორული სახელმწიფოები მიიწვია ღაზას „მშვიდობის საბჭოში“... ზოგი იმასაც იძახის, რომ გაეროს ალტერნატივას ქმნისო და მდიდრებს ეუბნება, 1 მილიონი დოლარი ჩადეთო. ლუკაშენკო მიიწვია, ალიევი მიიწვია, სომხეთიც. მიიწვია ყველა ქვეყანა, საქართველოს გარდა. ალბათ, თურქმენეთსაც მიიწვევს სულ მალე. საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული ქვეყანა დასუსტდა, მეგობარი აღარ გვყავს არც დასავლეთში, არც ამერიკაში, არც ევროკავშირში. იმიტომ გამოტოვა ტრამპმა საქართველო, რომ სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია. ყველა მიმართულებით დაუძლურებულ, მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე დარჩენილ ქვეყანას, ყველა მიმართულებით ექნება პრობლემა. გუშინ თავში ჩაარტყა ალიევმა [საქართველოს] კიდევ ერთხელ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.