სად იყიდებოდა ვადაგასული პროდუქტი? - "ყიდულობდა ვადაგასულ ბრენდირებულ პროდუქციას, ვარგისიანობის ვადას უცვლიდა და ყიდდა"
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საქონლის რეალიზაციის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბრალდებული პირი, ყიდულობდა ბრენდულ ვადაგასულ პროდუქტს, კუსტარულად დამზადებული ბეჭდით ვარგისიანობის ვადას უცვლიდა და რეალიზაციას საკუთარი სახლის ეზოდან ახდენდა.