რას ამბობენ მძღოლები სიახლეზე, რომელიც უკვე ამოქმედდა და ვის შეეხება ცვლილება?
თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, და პირიქით, მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს თბილისში მხოლოდ ერთი გაჩერების უფლება მიეცათ. აღნიშნულს ითვალისწინებს რეგულაცია, რომელიც 1-ელი იანვრიდან უკვე ძალაშია.
უფრო კონკრეტულად, ცვლილების მიხედვით, მგზავრთა გადაყვანის მიზნით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარედ გაჩერება აეკრძალა. მათ მგზავრთა აყვანა-ჩამოსმის მიზნით გაჩერება მხოლოდ ავტოსადგურ “ოკრიბასთან” შეეძლებათ.
აღნიშნულს “ბიზნესპრესნიუსთან” ადასტურებენ ის კომპანიები, რომლებიც დედაქალაქიდან დასავლეთის მიმართულებით მგზავრების გადაყვანას ავტობუსებით ახორციელებენ.
კერძოდ, “ომნიბუს ექსპრესში” განმარტავენ, რომ 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომელიც კრძალავს ავტობუსების გაჩერებას აღმაშენებლის ხეივანზე.