loader

რამდენი ლარი შევიდა კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2025 წელს - ფინანსთა სამინისტრო ანგარიშს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი ლარი შევიდა კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2025 წელს - ფინანსთა სამინისტრო ანგარიშს აქვეყნებს

2025 წელს უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 459 279 ლარი შევიდა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, ანგარიშშია საუბარი.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წელს აღნიშნული დარღვევიდან ხაზინაში 3 060 175 ლარის აკუმულირება მოხდა.

ხაზინის მონაცემების მიხედვით, გასული წლის იანვარ-დეკემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი. კერძოდ, აღნიშნულიდან 2025 წელს ბიუჯეტში 471 998 210 ლარი შევიდა, 2024 წელს 384 636 890 ლარი.

ცნობისთვის, თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.

წყარო: bpn