"შენს ვერაგობას ის უბედურება ემატება, ხელისუფალიც შენნაირი შემხვდა! შენ ჩემი ნიკო წამართვი, იმან კი სამართალი..." - ნიკო კვარაცხელიას დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს
"ვერც ლურჯი ცა და ვერც თოვლის სისპეტაკე მოგწმენდს სირცხვილს სიკვდილო, არც გაზაფხულზე ამოსული ია ან სისხლისფერი ყაყაჩო. შენს ვერაგობას ის უბედურება ემატება, ხელისუფალიც შენნაირი შემხვდა! შენ ჩემი ნიკო წამართვი, იმან კი სამართალი…. მაინც მოვა გაზაფხული!!! განათდება!!!" - წერს ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში.
22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში მოკლეს. შსს-ს ცნობით, კვარაცხელიას 2000 წელს დაბადებულმა აკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან 1999 წელს დაბადებულ გიორგი კავილაძესთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. მკვლელობაში ბრალდებულები წყნეთში დააკავეს. მათ 17-და 16 წლით პატიმრობა მიესაჯათ. ნიკო კვარაცხელიას ოჯახი მიიჩნევს, რომ მკვლელობას დამკვეთი ჰყავდა და საქმის ამ მიმართულებით გამოძიებას ითხოვს