"რკინის ბარიერს შეეჯახა მანქანით ორჯერ, მერე მანქანიდან გადმოვიდა, ორი დანა ჰქონდა და პოლიციას ეუბნებოდა, არ მომიახლოვდეთ, თორემ თავს მოვიკლავო" - ვრცელდება ინციდენტის ვიდეოკადრები, რომელიც 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტს ასახავს
თბილისში, 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქე აგრესიული იყო.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი თავდაპირველად ავტომობილით შეეჯახა რკინის ბარიერს, რის შემდეგაც მანქანიდან გადმოვიდა და დანით იმუქრებოდა.
"51-ე სკოლასთან რაღაც ინციდენტი მოხდა. როგორც ჩვენ ჟურნალისტს უთხრეს, კაცი რკინის ბარიერს შეეჯახა მანქანით ორჯერ, მერე მანქანიდან გადმოვიდა, ორი დანა ჰქონდა და პოლიციას ეუბნებოდა, არ მომიახლოვდეთ, თორემ თავს მოვიკლავო. პირი დაკავებულია..." - წერს ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე სოციალურ ქსელში რობინ ფაბრო.