loader

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა „მთავრობა“ დაითხოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა „მთავრობა“ დაითხოვა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „მთავრობის“ დათხოვნის შესახებ, - ინფორმაციას გაგლოევის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაგლოევმა ე.წ. პრემიერ-მინისტრი კონსტანტინე ჯუსოევი „თანამდებობიდან“ გაათავისუფლა და „პრემიერ-მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებლად ე.წ. ვიცე-პრემიერი ძამბოლატ თედეევი დაინიშნა.

გაგლოევმა ე.წ. მინისტრთა კაბინეტს ახალი „მთავრობის“ ფორმირებამდე თავისი მოვალეობების შესრულება დაავალა.