"ზოგი "მოსრიალდა" პატარა ბავშვებით ხელში, მე ფეხმძიმედ..." - რა ხდება გლდანის 123-ე ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე? - მოქალაქე დახმარების თხოვნით ვიდეოს ავრცელებს
"123-ე ბაგა-ბაღი, საშინლად მოყინული უსასრულო გზა, ფოტოზეც ჩანს როგორ პრიალებს, ყველა კინაღამ მოვსრიალდით.
ზოგი მოსრიალდა, ხელში პატარა ბავშვებით, მე ფეხმძიმედ, ძალიან რთულია, ასეთი ტერიტორიების ნახვა და მოსუფთავება? ვინ უნდა უზრუნველყოს?!" - წერს მოქალაქე, სალი გეგეშიძე "გლდანის ჯგუფში" და კადრებს ავრცელებს.