მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს - "საქართველო აქაც გამოტოვეს და არ მიგვიწვიეს..."
"ტრამპი აგროვებს ყველა ქვეყანას, რომელთანაც ამერიკას ასე თუ ისე კომუნიკაცია აქვს ახალ მშვიდობის საბჭოში გასაწევრიანებლად" - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმითვე, ამ სიაში მოხვდნენ უნგრეთი, ბელორუსი და რუსეთი, ასევე ჩვენი სხვა მეზობლები.
"საქართველო აქაც გამოტოვეს და არ მიგვიწვიეს, მიუხედავად "ქოცების" ისტერიული სამშვიდობო რიტორიკისა.
აბა, მითხარით, 2012 წლის შემდეგ ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, გამოგვიგზავნიდნენ თუ არა ამ ახალ საბჭოში მოწვევას?
არც "ნაცი" - არც "ქოცი" დამითაგეთ..." - წერს სააკაშვილი.