loader

"რესტორანში შსს-ს თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაცვის პოლიციის თანამშრომლებს და მათ თანმხლებ პირს" - ტყიბულში მომხდარ დანაშაულზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რესტორანში შსს-ს თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაცვის პოლიციის თანამშრომლებს და მათ თანმხლებ პირს" - ტყიბულში მომხდარ დანაშაულზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

"ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2026 წლის 19 იანვარს, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა ორმა პირმა, განახორციელეს ჯგუფური ძალადობა და ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს.

საქმეზე დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და გამოიკითხნენ თვითმხილველი პირები. ასევე, ამოღებულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ნივთიერი მტკიცებულებები, გამოთხოვილია ვიდეო-ჩანაწერები და დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზები.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება" - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.