ედუარდ არზუმანოვი „კარუზოს“ ასრულებს - ვიდეო ინტერნეტსენსაციად იქცა
ედუარდ არზუმანოვი გვიზიარებს ვიდეოს, სადაც ის ცნობილ „კარუზოს“ ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ედუარდი ორი წლის წინ მონაწილეობდა „რუსთავი 2“-ის პროექტში „გვაჩვენე შენი ხმა“, სადაც ჟიური თავისი შესაძლებლობებით გააოცა.
სწორედ პროექტ „გვაჩვენე შენი ხმიდან“ არის ის ამონარიდი და შესრულება, რომელსაც არზუმანოვი „ტიკ-ტოკის“ საკუთარ გვერდზე გვიზიარებს. აღსანიშნავია, რომ ედუარდის საყვარელი მომღერალი ლუჩანო პავაროტია და საყვარელი მუსიკალური მიმართულება – საოპერო ჟანრი.