loader

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

"სინამდვილეში ევროპის ნაცვლად აზიაში კი არ მივდიოდით - პირდაპირ სუბსაჰარულ აფრიკაში ამოვყავით თავი" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქზე“ გავრცელდა.

"უგანდის პრეზიდენტმა განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნებში ზედიზედ მეშვიდედ გამარჯვებაზე, მას შემდეგ რაც ორი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერი მოიტაცეს და გააქრეს.

იდეა ბორიას - რა საჭიროა მოწინააღმდეგეების ციხეში ჩასმა - უბრალოდ გააქრე და აღარც ციხიდან რეპორტაჟებს ნახავ და ვერც FB-ზე ვერ დაწერენ ნერვების მოსაშლელ ტექსტებს.

გადარეკე ერთი კამპალაში და კითხე როგორ ახერხებენ ამას.

სინამდვილეში ევროპის ნაცვლად აზიაში კი არ მივდიოდით - პირდაპირ სუბსაჰარულ აფრიკაში ამოვყავით თავი." - წერს მიხეილ სააკაშვილი.