loader

"მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ რაღაც ნაპერწკალი არის..." - რას ამბობენ აქციებზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების ოჯახის წევრები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ რაღაც ნაპერწკალი არის..." - რას ამბობენ აქციებზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების ოჯახის წევრები?

მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 ადამიანი შეიწყალა. ბოლო ინფორმაციით, შეწყალებულ პირებს შორის აქციებზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები არ არიან.

159 კაციან სიაში ვერ მოხვდა ვერც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან შეწყალების აქტის გამოცემას გვიან ღამემდე ელოდებოდნენ მსჯავრდებული სამოქალაქო აქტივისტების ოჯახის წევრები.

ისინი გლდანის ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბნენ. ამბობენ, რომ მათი ოჯახის წევრების არ შეწყალებით, ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ომი საბოლოოდ გამოაცხადა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაზე უარი თქვა.