loader

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის 100 პროცენტით შეასრულებს თავის მუქარას და 1-ელი თებერვლიდან 8 ევროპულ ქვეყანას დამატებით 10%-იან ტარიფს დაუწესებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის 100 პროცენტით შეასრულებს თავის მუქარას და 1-ელი თებერვლიდან 8 ევროპულ ქვეყანას დამატებით 10%-იან ტარიფს დაუწესებს

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის 100 პროცენტით შეასრულებს თავის მუქარას და პირველი თებერვლიდან რვა ევროპულ ქვეყანას დამატებით 10%-იან ტარიფს დაუწესებს.

„ენბისი ნიუსთან“ მოკლე სატელეფონო ინტერვიუს დროს აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროპამ ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომზე უნდა გაამახვილოს. ტრამპმა უარყო ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის ახსნა, რომ მის მთავრობას არანაირი გავლენა არ აქვს თუ ვინ მიიღებს ნობელის მშვიდობის პრემიას. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს ტარიფები დაუწესდებათ.