ცნობილია 23 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც ავარიას ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა თბილისში მოხდა.
დაღუპული ახალგაზრდა 23 წლის დიმა დარსანიაა.
ახალგაზრდა გალიდან იყო, მისი ცხედარი უკვე გადაასვენეს მშობლიურ სახლში.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.