შვილი ავტოავარიაში დაიღუპა, მამას კი ეს ამბავი რომ უთხრეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა - ტრაგედია გურიაში
ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში - შვილი ავტოავარიაში დაიღუპა, მამას კი ეს ამბავი რომ უთხრეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალ.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისთან, რომლის დროსაც შვილი დაიღუპა.
"თვითმხილველის თქმით, მანქანა დაბალი სიჩქარით მიდიოდა. ეტყობა, მძღოლი ცუდად გახდა, შემდეგ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა. მამას კი, როცა შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა." - ნათქვამია "გურია ნიუსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.