loader

"როგორც გავიგე, შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე ჩაბარდა, მისი ძმა კი გირაოთი გამოუშვეს" - ადვოკატი ზურაბ ტაბიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორც გავიგე, შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე ჩაბარდა, მისი ძმა კი გირაოთი გამოუშვეს" - ადვოკატი ზურაბ ტაბიძე

"როგორც გავიგე, ასე (თვითონ ჩაბარდა) და მისი ძმა გამოუშვეს და ეგ ჩაბარდა. მისი ძმა არ ვიცი რატომ გამოუშვეს. მისი ძმა გირაოთი გამოუშვეს, ეს კი ჩაბარდა. ყველა ადვოკატი ჩამოაშორეს, მათ შორის, მეც მითხრეს, თავი შეიკავეო. ეს მოხდა ერთი თვის, თვენახევრის წინ. მისი ძმა ხომ არის კობა, ის გაუშვესო გირაოთიო და ესო, ვლადიმერი კი ჩაბარდაო. ეტყობა, თავის თავზე აიღო. მკურნალობა ჩაიტარა, ოპერაცია ჩაიტარა და მერე ალბათ, რომ გაიგო ძმის დაპატიმრების ამბავი, რაღაცაში იყო საქმე და ჩამოვიდა და ჩაბარებულა. მე კი არ მომეწონა რომ ჩაბარდა, მაგრამ რა ვიცი, - ამბობს ვლადიმერ ხუნდაძის ადვოკატი ზურაბ ტაბიძე "TV პირველთან" სატელეფონო საუბარში.

ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებულ პირს, კობა ხუნდაძეს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი ამოიღეს.

ხუნდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.