რას ამბობს ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე?
"ძალიან განვიცდი, მაგრამ სხვა რა შემიძლია ვთქვა იმიტომ, რომ მე დიდი ხანია ჩამოშორებული ვარ საზოგადოებრივ საქმიანობას, ადამიანურად გული მტკივა და განვიცდი, ეს არის რაც შემიძლია გითხრათ" - ამის შესახებ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა "TV პირველს" განუცხადა.