ახალი ცნობები დიღმის მასივში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით - რას ამბობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში
დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარს წინ აფეთქების ხმა უძღოდა.