"დიდ ბოდიშს მოვიხდი დედამისთან, მაგრამ მე ეს ბიჭი არ მომწონდა" - რას ყვება კესარია აბრამიძის დედა
პირველად ქართულ ტელესივრცეში გადაცემა "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუმ", მოკლული მოდელის, კესარია აბრამიძის დედასთან ინტერვიუ ჩაწერა.
ცნობისთვის, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 18 სექტემბერს, თბილისში, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ბექა ჯაიანმა, გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით განსაკუთრებული სისასტიკით, დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა კესარია აბრამიძეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
ასევე იხილეთ: ცნობილია, რა განაჩენი გამოუტანა სააპელაციომ კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ბექა ჯაიანს