"დატყვევებამდე 2 დღით ადრე, შვილებისთვის სამზარეულოში მოყოლილი საქართველოს ნამდვილი ისტორია" - ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს
"რუსული რეჟიმის მიერ დატყვევებამდე 2 დღით ადრე, შვილებისთვის სამზარეულოში მოყოლილი საქართველოს ნამდვილი ისტორია - ოჯახური ვიდეო-ალბომიდან" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი წერს და აქვეყნებს ვიდეოს.
ცნობისთვის, სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი..." - ბაჩო ახალაია პროკურორს