თელავში, ავტომობილი 15 წლის გოგოს დაეჯახა - რას ამბობენ ექიმები მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?
თელავში, ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა 15 წლის გოგოს გზაზე გადასვლას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულს ფეხი აქვს მოტეხილი და ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.