loader

"ძვირ­ფა­სო, არ გა­ინ­ძრე, შენს სხე­ულ­ზე პი­თო­ნია შე­მოხ­ვე­უ­ლი" - რას ჰყვება ქალი, რომელსაც საწოლში 2,5-მეტრიანი პითონი შემოეხვია (ავსტრია) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძვირ­ფა­სო, არ გა­ინ­ძრე, შენს სხე­ულ­ზე პი­თო­ნია შე­მოხ­ვე­უ­ლი" - რას ჰყვება ქალი, რომელსაც საწოლში 2,5-მეტრიანი პითონი შემოეხვია (ავსტრია)

ავ­სტრა­ლი­ელ­მა ქალ­მა, რე­ი­ჩელ ბლურ­მა, შუ­ა­ღა­მი­სას სა­წოლ­ში იგ­რძნო, რომ სხე­ულ­ზე მძი­მე რა­ღაც ჰქონ­და შე­მოხ­ვე­უ­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად იფიქ­რა, რომ ძაღ­ლი იწვა მას­თან ერ­თად, მაგ­რად, როცა ხელი შე­ა­ხო, გლუ­ვი და ცივი სხე­უ­ლი იყო. მის­მა პარტნი­ორ­მა შუქი აან­თო და შიში და­დას­ტურ­და.

"ძვირ­ფა­სო, არ გა­ინ­ძრე, შენს სხე­ულ­ზე პი­თო­ნია შე­მოხ­ვე­უ­ლი",- მი­თხრა მან" - იხ­სე­ნებს რე­ი­ჩე­ლი მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას.ქალი ამ­ბობს, რომ პირ­ველ რიგ­ში რა­ზეც იფიქ­რა ის იყო, რომ ძაღ­ლე­ბი გა­ეყ­ვა­ნა ოთა­ხი­დან, რად­გან სრუ­ლი ქა­ო­სი და­ი­წყე­ბო­და."ვცდი­ლობ­დი, საბ­ნი­დან ნელ-ნელა გა­მოვ­ცო­ცე­ბუ­ლი­ყა­ვი. თავ­ში მხო­ლოდ ერთი კი­თხვა მიტ­რი­ა­ლებ­და - ეს მარ­თლა ხდე­ბა? რა აბ­სურ­დია", - იხ­სე­ნებს ქალი.

მისი ვა­რა­უ­დით, პი­თო­ნი ოთახ­ში ფან­ჯრი­დან შეძ­ვრა და პირ­და­პირ სა­წოლ­ში მო­თავ­სდა.

რე­ი­ჩე­ლის თქმით, პი­თო­ნი და­ახ­ლო­ე­ბით, 2,5 მეტ­რის სიგ­რძის იყო. რო­დე­საც თავი გა­ი­თა­ვი­სუფ­ლა, პი­თონს ხელი მოჰ­კი­და, თუმ­ცა, რო­გორც ქალი იხ­სე­ნებს, ის შე­ში­ნე­ბუ­ლი არ ჩან­და და არ იყო აგ­რე­სი­უ­ლი."ვფიქ­რობ, თუ შენ შეძ­ლებ სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნო, ისი­ნიც მშვი­დად არი­ან", - ამ­ბობს რე­ი­ჩე­ლი. მი­სი­ვე თქმით, პი­თო­ნი კვლავ გარე სამ­ყა­როს და­უბ­რუნ­და და ამ შემ­თხვე­ვას, ყვე­ლა უვ­ნე­ბე­ლი გა­და­ურ­ჩა. განაგრძეთ კითხვა