loader

"რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?" - ბურჭულაძე პროკურორს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?" - ბურჭულაძე პროკურორს

რა და­ვა­შა­ვე, რომ ჩემს დას­თან, ჩემს შვილ­თან და მე­უღ­ლეს­თან არ შე­მიძ­ლია და­რეკ­ვა? - ამის კი­თხვით ათო­ნე­ლის სა­სახ­ლეს­თან, 4 ოქ­ტომ­ბერს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბულ­მა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ საქ­მის პრო­კუ­რორს, ვაჟა თო­დუ­ას მი­მარ­თა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­პა­სუ­ხოდ პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ „დად­გე­ნი­ლე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, თუ რა­ტო­მაა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი“.„ბრე­ი­ვიკ­მა მოკ­ლა 77 ადა­მი­ა­ნი, გვა­ნა­ხეთ მისი ოთა­ხი, მას ინ­ტერ­ნე­ტიც აქვს და ტე­ლე­ფო­ნიც. რა და­ვა­შა­ვე, რომ ჩემს დას­თან, ჩემს შვი­ლებ­თან და მე­უღ­ლეს­თან არ შე­მიძ­ლია და­რეკ­ვა? ამ ხუთ ადა­მი­ან­ზეა სა­უ­ბა­რი",- გა­ნა­ცხა­და ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს და ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძეს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-222-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ა“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნათ, რაც სტრა­ტე­გი­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და ბლო­კი­რე­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს ჩა­დე­ნილს ჯგუ­ფუ­რად. მათ ასე­ვე ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. მათ ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხ­ლი­თაც, რაც გუ­ლის­ხმობს მო­წო­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით შეც­ვლის­კენ და სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის­კენ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9- წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ირაკ­ლი შა­იშ­მე­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 317-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს საქ­ვეყ­ნოდ მო­წო­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით შეც­ვლი­სა­კენ ან სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბი­სა­კენ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3- წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ლაშა ბე­რი­ძეს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-222-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ა“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნა, რაც სტრა­ტე­გი­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და ბლო­კი­რე­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს ჩა­დე­ნილს ჯგუ­ფუ­რად. მას ბრალ­დე­ბა ასე­ვე წარ­დგე­ნი­ლი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ირაკ­ლი ჩხვირ­კი­ას, ნიკა გვენ­ცა­ძეს, თორ­ნი­კე მჭედ­ლიშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-222-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ა“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნა, რაც სტრა­ტე­გი­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და ბლო­კი­რე­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს ჩა­დე­ნილს ჯგუ­ფუ­რად. მას ასე­ვე ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სას­ჯე­ლის ზო­მად 6-დან 9- წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გური ჟვა­ნი­ას ბრალ­დე­ბა სსსკ-ის 225-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს.

პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძეს ბრალ­დე­ბა სსსკ-ის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6-დან 9- წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.