"ერთადერთი რამ თქვა" - რას ამბობს მარჯანიშვილზე, 38 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი?
თბილისში, 38 წლის ქალის მკვლელობის ბრალებით დაკავებული კაცის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა - ინფორმაციას "პირველებს" საზოგადოებრივი ადვოკატი აწვდის, რომელმაც 34 წლის ამირან დარჯანია გუშინ გვიან ღამით მოინახულა.
როგორც უფლებადამცველი ამბობს, დაკავებული მომხდარის შესახებ არ საუბრობს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ მისი მეზობელი გოგო ცოცხალია.