loader

ქართველი მებრძოლი გიორგი ფარცვანია აცხადებს, რომ უკრაინაში მისი მკვლელობა სცადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი მებრძოლი გიორგი ფარცვანია აცხადებს, რომ უკრაინაში მისი მკვლელობა სცადეს

უკრაინაში ქართველი მებრძოლი, გიორგი ფარცვანია აცხადებს, რომ უკრაინაში მისი მკვლელობა სცადეს.

შესაბამის ვიდეოს თავად გიორგი ფარცვანია საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.

როგორც ფარცვანია ვიდეოში განმარტავს, მან დაინახა ადამიანი, რომელმაც მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.

„სწავლების მერე გამიშვეს სახლში, წავედი ქალაქში, დავაყენე მანქანა აქ. კიდევ კარგი დავინახე, როგორ მიმიზნებდა და რამდენიმე გასროლა მოახდინა ჩემი მიმართულებით. გაიქცა სამწუხაროდ. პოლიციასთან ერთად ვარ და ვეძებთ“, - ამბობს ვიდეოში ფარცვანია.