"საქმროსთან ერთად იყო, როცა ავარიაში მოჰყვა... ქორწილისთვის ემზადებოდნენ და ეს ტრაგედია დაემართათ" - რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპულ გოგოზე?
ტრაგედია დატრიალდა მარნეულში. ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა 23 დღის წინ მოხდა. მას შემდეგ ასიმათ ქარიმოვა კომაში იყო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამწუხაროდ, ასიმათ ქარიმოვა 13 იანვარს გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ქალი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს მცხოვრები იყო.
როგორც ახლობლები ამბობენ, დანიშნული იყო და ქორწილისთვის ემზადებოდა. სწორედ საქმროსთან ერთად იმყოფებოდა, როცა საბედისწერო ავარიაში მოჰყვა.
"ულამაზესი ახალგაზრდა დავკარგეთ. სტუდენტი იყო, ჯერ დიპლომიც არ ჰქონდა აღებული. საქმროსთან ერთად იყო, როცა ავარიაში მოჰყვა. ქორწილისთვის ემზადებოდნენ და ეს ტრაგედია დაემართათ" - გვიყვებიან ახლობლები.
წყარო: ambebi.ge