loader

"ქალაქ მარტყოფში მსხვერპლი არ არის, მაგრამ იაზდანშაჰრში 250 დაღუპულია, იქ მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართველია" - რას ჰყვება ფერეიდნელი ქართველი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქალაქ მარტყოფში მსხვერპლი არ არის, მაგრამ იაზდანშაჰრში 250 დაღუპულია, იქ მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართველია" - რას ჰყვება ფერეიდნელი ქართველი

ფე­რე­ი­დან­ში, ქა­ლაქ მარ­ტყოფ­ში მსხვერ­პლი არ არის, მაგ­რამ ქა­ლაქ იაზ­დან­შაჰრ­ში არის 250 ადა­მი­ა­ნი და­ღუ­პუ­ლი, მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი არის ქარ­თვე­ლი, ასე­ვე, ის­პა­ჰან­ში და თე­ი­რან­ში რაც ახლა ვი­ცით, 20-ზე მე­ტია და­ღუ­პუ­ლი ფე­რე­იდ­ნე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა,- ამის შე­სა­ხებ ფე­რე­იდ­ნელ­მა ქარ­თველ­მა, იუ­რის­ტმა ან­დრო ლა­ჩი­ნან­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ირან­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს, ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, 12 ათა­სი ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი, თუმ­ცა მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ეს მხო­ლოდ დიდი ქა­ლა­ქე­ბის მო­ნა­ცე­მია."ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია 12 ათა­სი მსხვერ­პლი, თუმ­ცა მეტი იქ­ნე­ბა, ეს აქ­ცია და­ახ­ლო­ე­ბით 200 ქა­ლაქ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. პა­ტა­რა ქა­ლა­ქე­ბის ინ­ფორ­მა­ცია ჯერ და­ზუს­ტე­ბუ­ლი არაა. 20 ათა­სი არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ესეც მხო­ლოდ დიდი ქა­ლა­ქე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბია. თით­ქმის ყვე­ლა ზღვარს გა­დას­ცდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, თუ შე­მიძ­ლია ასე ვუ­წო­დო სის­ტე­მას, რე­ჟიმს, რო­მე­ლიც ამ სი­სას­ტი­კით იყე­ნებს თა­ვი­სი ერის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლას“,- გა­ნა­ცხა­და ან­დრო ლა­ჩი­ნან­მა.

გარ­და ამი­სა, ან­დრო ლა­ჩი­ნა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ირან­ში მყო­ფებს მხო­ლოდ თა­ვად შე­უძ­ლი­ათ და­რეკ­ვა და სა­ქარ­თვე­ლო­დან მათ ვერ უკავ­შირ­დე­ბი­ან.

"ფე­რე­ი­დან­ში ვაშ­ლო­ვან­ზე და ჩუ­ღუ­რეთ­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს. ქა­ლაქ მარ­ტყოფ­ში მსხვერ­პლი არ არის, მაგ­რამ ქა­ლაქ იაზ­დან­შაჰრ­ში არის 250 ადა­მი­ა­ნი და­ღუ­პუ­ლი, მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი არის ქარ­თვე­ლი, ასე­ვე ის­პა­ჰან­ში და თე­ი­რან­ში რაც ახლა ვი­ცით, 20-ზე მე­ტია და­ღუ­პუ­ლი ფე­რე­იდ­ნე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

მხო­ლოდ ირა­ნი­დან შე­უძ­ლი­ათ და­რეკ­ვა, აქე­დან ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბით ჩვენს ოჯა­ხებს, იქი­და­ნაც რომ გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან, მაქ­სი­მუმ ნა­ხე­ვა­რი წუთი ან ერთი წუთი შე­უძ­ლი­ათ სა­უ­ბა­რი. გუ­შინ ვე­სა­უბ­რე ჩემს დას და მხო­ლოდ ამის თქმა შე­უძ­ლი­ათ: „კარ­გად ვართ, ცო­ცხლე­ბი ვართ“,- გა­ნა­ცხა­და ან­დრო ლა­ჩი­ნან­მა.

ასევე იხილეთ:რა ვითარებაა ირანში და რა შეფასებები კეთდება მსოფლიო ლიდერების მხრიდან?