loader

ცნობილია ის ქვეყნები, რომლებისთვისაც აშშ საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს - არის თუ არა საქართველო სიაში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია ის ქვეყნები, რომლებისთვისაც აშშ საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს - არის თუ არა საქართველო სიაში?

აშშ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეაჩერებს ვიზების გაცემას, მათ შორის საქართველოსთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News-ი სახელმწიფო დეპარტამენტის საბუთზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საბუთი აშშ-ის საკონსულო წარმომადგენლებს არსებული კანონის ფარგლებში ვიზების გაცემაზე უარის თქმას ავალდებულებს, როდესაც პარალელურად სახელმწიფო დეპარტამენტი ხელახლა აფასებს სკრინინგისა და შემოწმების პროცედურებს.

Fox News-ის ინფორმაციით, 75 ქვეყანას შორის არის: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია, ბრაზილია, ბირმა, კამბოჯა, კამერუნი, კაბო-ვერდე, კოლუმბია, კოტ-დ’ივუარი, კუბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მაკედონია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.

პაუზა 21 იანვრიდან შევა ძალაში და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო პროცედურების ხელახლა შეფასებას არ დაასრულებს.