loader

"შეუძლოდ გახდა, რადგან გზაში შეიტყო, რომ მისი ოჯახის ერთი წევრი ირანში მოკლეს" - რა ხდება ირანის საელჩოსთან, სადაც აქცია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შეუძლოდ გახდა, რადგან გზაში შეიტყო, რომ მისი ოჯახის ერთი წევრი ირანში მოკლეს" - რა ხდება ირანის საელჩოსთან, სადაც აქცია მიმდინარეობს

თბი­ლის­ში, ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩოს­თან აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­სა და ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე შე­უძ­ლოდ გახ­და. ახ­ლობ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან აქ­ცი­ა­ზე მოს­ვლის დროს, გზა­ში შე­ი­ტყო, რომ მისი ოჯა­ხის ერთი წევ­რი ირან­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი­სას მოკ­ლეს.

აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბი სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ ირან­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ტესტს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ გა­მოვ­ლე­ნილ ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, ირა­ნე­ლი ხალ­ხი „ძა­ლა­დობ­რივ რე­ჟიმ­ზე გა­მარ­ჯვე­ბას იმ­სა­ხუ­რებს”.

დე­მონ­სტრან­ტებს თან აქვთ ირა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შე­ბი. ასე­ვე საპ­რო­ტეს­ტო პლა­კა­ტე­ბი წარ­წე­რით: “თა­ვი­სუფ­ლე­ბა ერებს დიქ­ტა­ტუ­რის­გან”; “თა­ვი­სუფ­ლე­ბა მებ­რძოლ ირა­ნელ ხალ­ხს”.

ასევე იხილეთ: რა ვითარებაა ირანში და რა შეფასებები კეთდება მსოფლიო ლიდერების მხრიდან?