loader

რა ვითარებაა ირანში და რა შეფასებები კეთდება მსოფლიო ლიდერების მხრიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა ირანში და რა შეფასებები კეთდება მსოფლიო ლიდერების მხრიდან?

ორ კვირაზე მეტია, ირანში დემონსტრაციები იმართება. საპროტესტო ტალღა გასული წლის 28 დეკემბერს დაიწყო, რასაც წინ ეკონომიკური კრიზისი უძღოდა.

8 იანვარს ირანის ხელისუფლებამ ინტერნეტი გათიშა და დღემდე, პროტესტის ჩახშობას განაგრძობს.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ბოლო ცნობებით, ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაწყებიდან სულ მცირე 2 403 მომიტინგე დაიღუპა.

დაპატიმრებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, 10 000-ს აჭარბებს. აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსნებთან ყველა შეხვედრა გააუქმა, ვიდრე დემონსტრანტთა მკვლელობები არ შეწყდება. ირანის მხარე აცხადებს, რომ თუ აშშ-ს სამხედრო კონფრონტაციის მცდელობა ექნება, ირანი საპასუხოდ ყოველთვის მზადაა. რა ვითარებაა ახლა ირანში და რა შეფასებები კეთდება მსოფლიო ლიდერების მხრიდან.