loader

"სიკვდილზე ვერავის დაპატიჟებ! ეს ხდება თავისით! ეს ხდება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით და არა ჯოგურად!" - თამარ ჩერგოლეიშვილი ეკა ხერხეულიძის Facebook სტატუსს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სიკვდილზე ვერავის დაპატიჟებ! ეს ხდება თავისით! ეს ხდება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით და არა ჯოგურად!" - თამარ ჩერგოლეიშვილი ეკა ხერხეულიძის Facebook სტატუსს ეხმაურება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში, ქვეყნის გარეთ და შიგნით მიმდინარე პროცებზე წერს:

"სამწუხაროდ, მიმდინარე დღეებმაც აჩვენა, რომ თავგანწირული ხალხის მიმართ სოლიდარობა, მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეგვიძლია.შინ თუ ვინმე მსგავს მოიმოქმედებს,პროვოკატორს,ან პროცესის დამაზიანებელს ვუწოდებთ.ამიტომ ვართ მხოლოდ მაყურებლები და არა აქტორები.რა სევდიანი ამბავია-ქვეყნის შიგნით ,რასაც მავნებლობად ვრაცხავთ, სოლიდარობის ნიშნად, იგივე მოქმედებას უცხო ქვეყანაში ღამეებს ვუთენებთ," - ეკა ხერხეულიძის აღნიშნულ სტატუსს გამოეხმაურა "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი:

"ამ ხალხმა კიდევ ვერ გაიგო რომ მავნებლობად "თავგანწირულ ბრძოლას" კი არ ვრაცხავთ, სასურველის რეალობად გასაღებას - ანუ ტყუილებს! დამხობის წინასწარ გამოცხადებას! ფალშსტარტებს! ბრძოლისთვის ბოლო ვადის დაწესებას!

2000 კაცი მოკლეს ირანში. ეს იმას ნიშნავს, რომ 100 ათასი ადამიანი, სულ მცირე, სიკვდილზე წავიდა! სიკვდილზე ვერავის დაპატიჟებ! ეს ხდება თავისით! ეს ხდება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით და არა ჯოგურად! ტელემანიპულაციებით და ოლიგარქიული ფულის ჩარევით! რამდენი ნაცი ედექით გვერდზე მურთაზ ზოდელავას როცა იჭერდნენ? არქივში განახოთ?

ირანში საერთოდ არ არის ოპოზიციური ტელეარხი! არავის უყიდია ადგილობრივი "ხაბეიშვილისთვის" დრო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციისთვის და ხალხის დასაბოლებლად. სირცხვილი და სასტიკი უსამართლობაა ირანელი ხალხის ავთენტური ბრძოლის იმ უპასუხისმგებლო, მანიპულაციურ ავანტიურასთან შედარება!" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ეკა ხერხეულიძის სტატუსის საპასუხოდ.