„რამხელა ბედნიერებით აავსე ლაშიკო შენი ამ ჟესტით! " - ლაშა ბასლანძის შვილი, ელენე ბასლანძე "რეზო და ბავშვების" სოლისტს ემოციურად მიმართავს
ჯგუფ "რეზო და ბავშვების" შესრულებას, რომელიც მუსიკოსებმა პროდიუსერ ლაშა ბასლანძის ხსოვნას მიუძღვნეს, ლაშა ბასლანძის შვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"მალე აგვეხდინოს ლაშიკოს ოცნება და გვენახოს გამთლიანებული საქართველო!!!!!
რეზუზი, კი იცი როგორც გვიყვარხარ მთელ ოჯახს და რამხელა ბედნიერებით აავსე ლაშიკო შენი ამ ჟესტით!" - წერს ელენე ბასლანძე და ვიდეოს აზიარებს.
ცნობისთვის, პროდიუსერი ლაშა ბასლანძე, გასული წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა.