loader

რას ამბობს გიორგი ქობულია ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს გიორგი ქობულია ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე

ახლა უკვე სახელმწიფო მოხელე, მაღალ თანამდებებებზეც კი, სამჯერ დაფიქრდება, ვიდრე რაღაცაზე ხელს მოაწერს, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავება დეკლარაციის არასწორად შევსების გამო არ მომხდარა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და თვლის, რომ კორუფციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.