"რამხელა განსაცდელი გარგუნათ ღმერთმა, ძლიერი გოგო ხარ და მჯერა ღირსეულად გადაიტან ამ უსამართლობას" - ნანუკა თამაზაშვილი მეუღლის დაკავების შემდეგ ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით.
დაკავების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ, ნანუკა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სადაც საზოგადოების ნაწილი მას ამხნევებს და გამძლეობას უსურვებს.
"ნუნუკა რამხელა განსაცდელი გარგუნათ ღმერთმა, უსაყვარლესი და საამაყო ოჯახი, ძლიერი გოგო ხარ და მჯერა ღირსეულად გადაიტან ამ უსამართლობას, ჩემი თანადგომა და პატივისცემა ირაკლის;"
"გამძლეობა და უფლის წყალობა!;"
