loader

"ვი­ცო­დი, მაგ­რამ სი­მარ­თლე გი­თხრათ, გა­და­ცე­მა­ში თუ იტყო­და ამას ბა­ტო­ნი გუ­ბა­ზი, დი­დად არ ვე­ლო­დი" - რას ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი გუბაზ სანიკიძის მოსაზრებაზე, რომელიც საკუთარი გვარის ისტორიასა და ირანელ ფეჰლევებთან შესაძლო კავშირს შეეხებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვი­ცო­დი, მაგ­რამ სი­მარ­თლე გი­თხრათ, გა­და­ცე­მა­ში თუ იტყო­და ამას ბა­ტო­ნი გუ­ბა­ზი, დი­დად არ ვე­ლო­დი" - რას ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი გუბაზ სანიკიძის მოსაზრებაზე, რომელიც საკუთარი გვარის ისტორიასა და ირანელ ფეჰლევებთან შესაძლო კავშირს შეეხებოდა

"რა მინ­და გი­თხრათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ამ კა­რიმ ფეჰლე­ვე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი გვა­რი, ქარ­თუ­ლი გვა­რი... აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისი­ნი ირა­ნის შა­ჰის ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან - ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ეს ფავ­ლე­ნიშ­ვი­ლე­ბის გვა­რია. აი, ირაკ­ლი ფავ­ლე­ნიშ­ვი­ლი რომ და­დის თქვენ­თან, ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია... წე­სი­ე­რი, პერ­სპექ­ტი­უ­ლი... ფავ­ლე­ნიშ­ვი­ლე­ბი და ფეჰლე­ვე­ბი გარ­კვე­ულ ნა­თე­სა­ო­ბას ავ­ლე­ნენ ერ­თმა­ნეთ­თან“, - გა­ნა­ცხა­და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ ირან­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე სა­უბ­რი­სას, ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ირაკ­ლი ფავ­ლე­ნიშ­ვილ­მა კი ამ ინ­ტერ­ვი­უს ფრაგ­მენ­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარ­წე­რით:"ირანს ვა­ლა­გებ“...

ambebi.ge ირაკ­ლი ფავ­ლე­ნიშ­ვილს მისი გვა­რის წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა:

- რო­გო­რი იყო თქვე­ნი რე­აქ­ცია, რო­დე­საც გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის მო­საზ­რე­ბა მო­ის­მი­ნეთ კონ­კრე­ტუ­ლად თქვენ გვარ­ზე და იმა­ზე, რომ პი­რა­და­დაც მო­გიხ­სე­ნი­ათ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა იცით თქვე­ნი გვა­რის შე­სა­ხებ?

- ეს ბა­ტო­ნი გუ­ბა­ზის­გან პირ­ვე­ლად არ მო­ვის­მი­ნე. ის ის­ტო­რი­კო­სია და იც­ნობს ერთ-ერთ ვერ­სი­ას, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ფავ­ლე­ნიშ­ვი­ლე­ბის გვარ­თან და­კავ­ში­რე­ბით. არი­ან მკვლევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლე­ბის გვარს უკავ­ში­რე­ბენ და არ­სე­ბობს მკვლევ­რე­ბის მო­საზ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ ორი­ვე გვარს ერთი ფუძე აქვს და ერ­თმა­ნეთს უკავ­შირ­დე­ბა. ეს თე­ო­რი­ე­ბია და აქ­სი­ო­მუ­რად არ უკავ­შირ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს. უბ­რა­ლოდ, ამ თე­ო­რი­ას მეც­ნი­ერ­თა ერთი ჯგუ­ფი იზი­ა­რებს.

სა­ერ­თოდ სხვა­დას­ხვა გვარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა ვერ­სია ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს...

- მოკ­ლედ ეს თე­ო­რია იცო­დით...

- ვი­ცო­დი, მაგ­რამ სი­მარ­თლე გი­თხრათ, გა­და­ცე­მა­ში თუ იტყო­და ამას ბა­ტო­ნი გუ­ბა­ზი, დი­დად არ ვე­ლო­დი. სხვა მხრივ ორი­გი­ნა­ლუ­რი ამ თე­მა­ში ჩემ­თვის არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. ბა­ტონ გუ­ბაზს კარ­გად ვიც­ნობ და ამ სა­კი­თხზე სხვა­დას­ხვა დრო­საც ბევ­რჯერ გვი­სა­უბ­რია. განაგრძეთ კითხვა...