loader

ფოთში მასწავლებელს, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების კადრები გაუვრცელეს - რას ჰყვება პედაგოგი, რომელიც სკოლიდან გაათავისუფლეს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფოთში მასწავლებელს, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების კადრები გაუვრცელეს - რას ჰყვება პედაგოგი, რომელიც სკოლიდან გაათავისუფლეს?

ფოთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი იგორ კეკელია, რომელსაც სავარაუდოდ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს, "TV პირველს" ესაუბრა.

"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გავრცელდა სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. სავარაუდო გავრცელების შესახებ მაცნობეს პოლიციიდან, მე გამოვცხადდი, რასაკვირველია, პოლიციაში, ვინაიდან და რადგანაც ეს საქართველოს კონსტიტუციით არის მძიმე დანაშაული, მე კატეგორიულად მოვითხოვე, რომ აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე და სავარაუდო გავრცელების ფაქტი თუკი ნამდვილად დადასტურდებოდა, სავარაუდო გამავრცელებლებიც უნდა დასჯილიყვნენ" - ამბობს 54 წლის ფოთელი პედაგოგი.