თურქი მსახიობი ჯან იამანი მიმართვას ავრცელებს და ნარკოტიკების სკანდალს ეხმაურება
ცნობილი თურქი მსახიობი, ჯან იამანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს.
"ძვირფასო იტალიურო პრესა, თურქული პრესა ყოველთვის ცუდად მექცეოდა, მაგრამ ეს ახალი არ არის. გთხოვთ, ნუ დაუშვებთ იმავე შეცდომას და ნუ გადააკოპირებთ ბოსფორიდან წამოსულ ამბებს. მართლა გგონიათ, რომ კლუბებში ნარკოტიკებით ვარ დაკავებული იმ დროს, როდესაც პოლიცია ფართომასშტაბიან გამოძიებებს ატარებს და ბევრ ცნობილ ადამიანს აპატიმრებს? ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, ასე სწრაფად არ გამათავისუფლებდნენ და მეორე დღეს იტალიაში არ დავბრუნდებოდი. მიყვარხართ" - წერს ჯან იამანი.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლის ოპერაციის ფარგლებში, სტამბოლში პოლიციამ ჯან იამანი დააკავა.