loader

"პირველ სურათზე ჩემი ძმაა - ნოდარიკო, ახლა გლდანის ციხეშია და უბედნიერესი ვარ, რომ ცოცხალია..." - რაც შეეხება ჭიათურაში მომხდარ ინციდენტს, რომელშიც ჩემი არასრულწლოვანი დის შვილი მონაწილეობდა..." - რას წერს მარიამ გაფრინდაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პირველ სურათზე ჩემი ძმაა - ნოდარიკო, ახლა გლდანის ციხეშია და უბედნიერესი ვარ, რომ ცოცხალია..." - რაც შეეხება ჭიათურაში მომხდარ ინციდენტს, რომელშიც ჩემი არასრულწლოვანი დის შვილი მონაწილეობდა..." - რას წერს მარიამ გაფრინდაშვილი?

ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი მისი ძმისა და დისშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ვრცელი სტატუსით ეხმაურება:

"პირველ სურათზე ჩემი ძმაა - ნოდარიკო, 27 წლის. ახლა გლდანის ციხეშია და უბედნიერესი ვარ, რომ ცოცხალია.

აი, ამ ამორალური „ნასედკის“ სტატუსზე სხვას არაფერს დავწერ… არც იმ უზარმაზარი, წარმოუდგენელი ტრაგედიის საკუთარ თავზე გამოცდას ვუსურვებ, რაც ნარკოტიკზე დამოკიდებულებას მოაქვს ადამიანისთვის და მისი ოჯახისთვის.

ჩემი ძმა და ვერც ერთი ჩემი ოჯახის წევრი ჩემს წინააღმდეგ „კომპრომატი“ ვერასდროს გახდება ვერასდროს!!

მესმის, რომ ეს წარმოუდგენელია თქვენნაირი მონებისთვის, მაგრამ ასეა რაც შეეხება ჭიათურაში მომხდარ ინციდენტს, რომელშიც ჩემი არასრულწლოვანი დის შვილი მონაწილეობდა და რომელიც ჯერ „პოლიციელზე“ თავდასხმად გაასაღეს, შემდეგ კი ჩემი „გაშავებისთვის“ გამოიყენეს - აქაც არ გაგიმართლათ.

სანდრო სახლშია, მის საუკეთესო მეგობრებთან ერთად, და არის და იქნება ძალიან კარგად!

აი, თქვენ კი, ვინც ამ სტატუსების ქვეშ ბოროტებას ანთხევთ, მართლა მჯერა, რომ არასდროს არაფერი გეშველებათ და რომ არც ოჯახი გყავთ, არც მეგობრები და მით უმეტეს

- არც მორალი გაგაჩნიათ

პატივისცემით :მარიამი რომელმაც საკუთარი ერთადერთი ძმა " დააჭერინა " - წერს მარიამ გაფრინდაშვილი.

3-1768160458.jpg

2-1768160519.jpg