"40 წლამდე ქალი, რომელიც 2 შვილის დედა იყო, საკუთარი სახლის სააბაზანოში გაზით მოწამვლის შედეგად დაიღუპა" - ტრაგედია მარნეულში
მარნეულის მუნიციპალიტეტში გაზის გაჟონვის შედეგად ქალი დაიღუპა. ინფორმაციას Marneulinews.ge ავრცელებს.
შემთხვევა სოფელ ყიზილაჯლოში დღეს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე ქალი, რომელიც 2 შვილის დედა იყო, საკუთარი სახლის სააბაზანოში გაზით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვლილი ქალის ფოტოს სოციალურ ქსელში Marneulinews.ge ავრცელებს.