კადრები გლდანიდან, სადაც საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა
გლდანში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი გლდანის მე-2 მიკრო რაიონში, 32-ე კორპუსში მე-15 სართულზე გაჩნდა და უკვე ლიკვიდირებულია.
გლდანის რაიონის გამგებლის, ბესო კალაძის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.