რა ვითარებაა ამ წუთებში სავაჭრო ცენტრ "კიდობანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარებს
სავაჭრო ცენტრ “კიდობანში” ხანძრის ქრობის სამუშაოები გრძელდება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურის მანქანები.
ერთ პირს, რომელიც დაკვალიანების გამო შეუძლოდ გახდა, სასწრაფო დახმარების მანქანაში დახმარება აღმოუჩინეს.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.
ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.