loader

მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დასრულების ვადები ისევ გახანგრძლივდა - რატომ ვერ მოხერხდა სამუშაოების დასრულება გაწერილ ვადებში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დასრულების ვადები ისევ გახანგრძლივდა - რატომ ვერ მოხერხდა სამუშაოების დასრულება გაწერილ ვადებში?

მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დასრულების ვადები ისევ გახანგრძლივდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და სამუშაოების შემსრულებელ შპს „ბადა ქონსთრაქშენს“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები უკვე შევიდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა დაესრულებინა, თუმცა, სამუშაოები 3 თვით გადავადდა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, სამუშაოების დასრულება გაწერილ ვადებში ვერ მოხერხდა, იქიდან გამომდინარე, რომ ზედა ვესტიბიულის რკინა-ბეტონის გადახურვის კონსტრუქციის კვლევა-პროექტის სამუშაოების გამო, მეტროს აღნიშნული ნაწილის რეაბილიტაცია 2025 წლის 5 სექტემბრიდან შეჩერებულია.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“ ვესტიბიულის ტექნიკური მდგომარეობის დასადგენად მიმართა. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნამდე ზედა ვესტიბიულში სამუშაოები ვერ განახლდება. განაგრძეთ კითხვა...