loader

აშშ-ის პოლიციამ 22 წლის ქართველზე ძებნა გამოაცხადა - რა ცნობებს ავრცელებს პოლიცია მამაკაცზე, რომელსაც ბრალად მკვლელობის მცდელობა, დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმა და გაუფრთხილებლად სხვა პირის  საფრთხეში ჩაგდება ედება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ის პოლიციამ 22 წლის ქართველზე ძებნა გამოაცხადა - რა ცნობებს ავრცელებს პოლიცია მამაკაცზე, რომელსაც ბრალად მკვლელობის მცდელობა, დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმა და გაუფრთხილებლად სხვა პირის  საფრთხეში ჩაგდება ედება

აშშ-ში პოლიციამ 22 წლის ქართველზე, რობა გასიტაშვილზე ძებნა გამოაცხადა. როგორც CBS NEWS ავრცელებს, ის ახალი წლის ღამეს პენსილვანიის შტატში ავტოსადგომზე ქვეითებს დაეჯახა.

პოლიციის დეპარტამენტის მიერ ამ კვირაში გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ფილადელფიის მკვიდრ 22 წლის რობა გასიტაშვილს ბრალი ედება მკვლელობის მცდელობაში, დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმასა და გაუფრთხილებლად სხვა პირის საფრთხეში ჩაგდებაში.

პოლიციის ცნობით, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ 2026 წლის 1 იანვარს დაახლოებით ორ საათზე, თეთრი Volkswagen-ის სედანი ბასტლეტონ პაიკზე მდებარე Hive Lounge-ის ავტოსადგომზე მოძრაობდა, რა დროსაც სამ ქვეითს დაეჯახა.

პოლიციის თქმით, ავტომობილი ახლომდებარე მაღაზიასთან იპოვეს, ის გასიტაშვილის სახელზე არის რეგისტრირებული.

პოლიციელები მისი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ. ნებისმიერს, ვისაც ინფორმაცია აქვს, შეუძლია დაუკავშირდეს ნომერზე 215-357-1234 ან ელექტრონული ფოსტით tipline@lstwp.org.