loader

მკვლელობა კახეთში - არსებული ინფორმაციით, ეჭვიანობის ნიადაგზე, 51 წლის კაცმა საკუთარ სახლში მყოფ მეგობარს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკვლელობა კახეთში - არსებული ინფორმაციით, ეჭვიანობის ნიადაგზე, 51 წლის კაცმა საკუთარ სახლში მყოფ მეგობარს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა

კახეთში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ცივი იარაღით მამაკაცი მოკლეს.

არსებული ცნობებით, 51 წლის კაცმა საკუთარ სახლში მყოფ მეგობარს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებებით 48 წლის კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოკლული და სავარაუდო ბრალდებული მეგობრები იყვნენ. ერთ-ერთი ვერსიით, მოტივად ეჭვიანობა სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 51 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 108 - განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.