loader

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირების საქმეს განიხილავენ, ხმაური იყო.

ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევისას, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ბრალდების მხარეს მიმართა.

„ბატონ ვაჟა თოდუას წლები ვეუბნებოდი, რომ მათი გენერალური პროკურორი კრიმინალი იყო... დიდი ავტორიტეტი თუ არ გექნებათ, ნუ გაგიკვირდებათ, ბრალი წარდგენილი არ გაქვთ იმისთვის, ვისაც ემორჩილებოდით?",- განაცხადა შოთა თუთბერიძემ, რის შემდეგაც, მას მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სიტყვა შეაწყვეტინა.

„ჩამოართვით მიკროფონი, აქეთ მესაუბრეთ, თუ შეიძლება, მეცით პატივი",- მიმართა ადვოკატს მოსამართლემ.

აღნიშნულის შემდეგ, პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა პოზიცია დააფიქსირა და მხარეს პატივისცემისკენ მოუწოდა.

„არ გაბედოთ, ჩვენს პიროვნულ მახასიათებლებზე და მის თვალში ავტორიტეტებზე საუბარი. მხარეები მტკიცებულებებს ვიკვლევთ და ჩარჩოებში ჩაჯექით! “, - განაცხადა ბეჟუაშვილმა, რის შემდეგაც, კვლავ თუთბერიძემ გააკეთა განმარტება.

„როგორც ჩანს არასწორად გაიგეთ, პიროვნული შეურაცხყოფა არ მომიყენებია. თუმცა, თქვენი ინსტიტუციის ავტორიტეტი დამოკიდებულია იმაზე, რომ აგენტი, დამნაშავე გენერალური პროკურორი გყავდათ და ემორჩილებოდით. ინსტიტუციური ავტორიტეტი ჩემს თვალში დაბალია, არ მგონია, რომ ეს უნდა გიკვირდეთ. თუმცა, აქვე პიროვნულ პატივისცემას გიდასტურებთ და წარმატებებს გისურვებთ, ინსტიტუციურ პატივისცემას კი დამსახურება სჭირდება",- განაცხადა თუთბერიძემ. განაგრძეთ კითხვა>>>