loader

ირანში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს 2000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს - 36 ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირანში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს 2000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს - 36 ადამიანი დაიღუპა

ირანში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს 2000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია - „ადამიანის უფლებების აქტივისტები ირანში“ - და მის მედია ქსელ HRANA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ცნობით, ირანში დემონსტრაციები 31 პროვინციიდან 27-ში მიმდინარეობს და უსაფრთხოების ძალებთან დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 36 ადამიანი დაიღუპა.

ასევე, HRANA-ს ინფორმაციით, დემონსტრაციებზე შეტაკებების შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ირანის ხელისუფლების განცხადებით, საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად უსაფრთხოების ძალების, სულ მცირე, ორი წევრი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა. განაგრძეთ კითხვა>>>