loader

საპატიმროში მყოფი სამოქალაქო აქტივისტები მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას არ განიხილავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპატიმროში მყოფი სამოქალაქო აქტივისტები მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას არ განიხილავენ

საპატიმროში მყოფი სამოქალაქო აქტივისტები მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას არ განიხილავენ - ამის შესახებ დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები აცხადებენ.

მათი თქმით, ციხეში მყოფი მომიტინგეები თავს უდანაშაულოდ თვლიან, შეწყალების მოთხოვნა კი მათ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

"ქართულ ოცნებას" შეწყალების ბერკეტის გამოყენების თხოვნით ბოლო პერიოდში უკვე არაერთმა სასულიერო პირმა მიმართა.

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ სანამ შეწყალების შესახებ საუბარი დაიწყება, იქამდე დაპატიმრებულმა აქტივისტებმა ჯერ საკუთარი ბრალი უნდა აღიარონ და საზოგადოებას ჩადენილი დანაშაულების გამო პატიება სთხოვონ.