loader

"კატასტროფული მდგომარეობაა გუდაურში... თუ ამას ერთხელ ნახავს ჩამოსული სტუმარი, ძალიან რთულად დასაჯერებელია, რომ მეორედ კიდევ მოუნდეს აქ ჩამოსვლა" - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კატასტროფული მდგომარეობაა გუდაურში... თუ ამას ერთხელ ნახავს ჩამოსული სტუმარი, ძალიან რთულად დასაჯერებელია, რომ მეორედ კიდევ მოუნდეს აქ ჩამოსვლა" - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი

„გუდაურში კატასტროფული მდგომარეობაა ყველა მხრივ - სტუმრების ჩამოსმა გვიწევს თოვლში და ტალახში, საიდანაც ჩემოდნებით მიდიან სასტუმრომდე”, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს” „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე ესაუბრა.

მისი თქმით, კურორტი სეზონისთვის არ მომზადებულა, რამაც ბევრი პრობლემა შექმნა.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, კურორტზე წელს სასიკეთო ცვლილებად მხოლოდ სქი პატრულის დაბრუნება შეიძლება ჩაითვალოს.

„გუდაურში მართლა კატასტროფული მდგომარეობაა, ყველა მხრივ. დავიწყოთ იმით, რომ ნაგავი არ გააქვთ. რატომ და როგორ არ გააქვთ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. 21-ე საუკუნეში ამაზე ლაპარაკი არ უნდა გვიწევდეს. ყველა ბუნკერთან იმდენი ნაგავია, ვერ წარმოიდგენთ, ზემოდან თოვლი დაედო, მერე ამას ძაღლები ჭამენ...

შემდეგი საკითხია - სიტუაცია გზებზე. ახალ გუდაურში ბევრი დამსვენებელია, ეს ყოველთვის ასე იყო, ახალი წლის და შობის პერიოდში სავსეა სასტუმროები. ამ რაოდენობის ხალხს რა თქმა უნდა, პარკინგის ადგილები არ ჰყოფნის, იმიტომ, რომ მოწესრიგებული პარკინგი არ არსებობს გუდაურში. სულ რამდენიმე პარკინგია და ეს არ ჰყოფნის იმ ნაკადს, რომელიც ამ ახალ წელს ჩამოვიდა. შესაბამისად, ახალ გუდაურში მთლიანად ბლოკირებულია მანქანით შესვლა და გამოსვლა. რამდენიმე საათი უნდა დაკარგო იმისთვის, რომ შეხვიდე და გამოხვიდე. იმის გამო, რომ პარკინგი არ არის, ხალხი პირდაპირ გზაზე აჩერებს მანქანებს, რაც ბლოკავს გზას, ამასთან, ერთი მიმართულებაა გახსნილი, ორის ნაცვლად და რა თქმა უნდა, გაჭედილია მოძრაობა. ამის გამი ტურისტის ჩამოსმა გვიწევს საკმაოდ შორს, ახალ გუდაურამდე (ან გზა არის გადაკეტილი, ან ისეთი გაჭედილია, რომ ფიზიკურად ვერ შეხვალ), მერე ეს სტუმრები თოვლში და ტალახში ჩემოდნებით მიდიან სასტუმრომდე, რაც საკმაოდ გრძელი გზაა. განაგრძეთ კითხვა>>>>