კადრები საპატრიარქოდან, სადაც "ალილოს" მსვლელობის მონაწილეები მივიდნენ
"ალილოს" მსვლელობის მონაწილეები საპატრიარქოში მივიდნენ.
თბილისში, დღეს, ტრადიციულად, "ალილოს" მსვლელობა გაიმართა. მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყო.
"ალილოს" მონაწილეები რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც საშობაო პარაკლისი მიმდინარეობდა.
შეგროვებული სურსათი მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებს გადაეცემა.
"ალილოს" მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.